ანაბრის პირობები:
ანგარიშის გახსნა - უფასო;
ანაბრის გახსნა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს;
ანგარიში იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის/მეურვის მიერ;
ანაბრის ვადა:
- მინიმუმ 3 წელი
- მაქსიმუმ: ბავშვის სრულწლოვანებამდე;
თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნიან მშობლები, ბავშვის სრულწლოვანებამდე მათ აქვთ ანაბრის განკარგვის უფლება. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ეს უფლება გადადის ბავშვზე;
ანაბრის საპროცენტო სარგებელი
GEL
|
USD
|
EUR
|
11.50%
|
5.60%
|
5.25%
|
ეფექტური საპროცენტო სარგებელი 3 წელი
GEL
|
USD
|
EUR
|
11.48%
|
5.59%
|
5.29%
|
ეფექტური საპროცენტო სარგებელი 18 წელი
GEL | USD | EUR |
11.49% | 5.59% | 5.29% |
ანაბრის პირველადი მინიმალური შენატანი:
- 50 ლარი
- 25 აშშ დოლარი
- 25 ევრო
თანხის ყოველი შემდგომი შენატანი - მინ. 10 ერთეული.
შენატანების პერიოდულობა დამოკიდებულია ანაბრის გამხსნელის სურვილზე;
ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ (მე–12 თვის ბოლოს);
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება შემცირებული საპროცენტო სარგებელი.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge
ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში, საბავშვო ანაბარს სარგებელი დაერიცხება შემდეგნაირად:
სამ წლამდე ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში-ხელშეკრულების დარღვევის დღისთვის ბანკში არსებული მოთხოვნამდე ანაბრის დადგენილი საპროცენტო ოდენობით;
სამი წლიდან ზევით ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში-სარგებლის ბოლო რეალიზაციიდან დეპოზიტის შეწყვეტამდე პერიოდისათვის პროცენტი არ დაერიცხება ხოლო გახსნიდან სარგებლის ბოლო რეალიზაციამდე პერიოდზე ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი.
ცვლილება ვრცელდება 2014 წლის 15 ნოემბრამდე გახსნილ საბავშვო ანაბრებზეც.