მოთხოვნამდე ანაბარი
აქცია სასარგებლო ანაბრებზე ლარში ფიზიკური პირებისთვის! ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი აქციის პირობებში:
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: |
|
ანაბრის სტანდარტული პირობები:
ანგარიშის გახსნა - უფასო;
მინიმალური ნაშთი ანაბარზე სარგებლის დარიცხვისთვის უნდა შეადგენდეს 100 ლარს / 100 აშშ დოლარს / 100 ევროს;
ანაბრის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან მიმდინარე კვარტლის ბოლომდე ავტომატური გაგრძელებით, გაგრძელების თარიღისთვის ბანკში ანალოგიური და სტანდარტული პროდუქტისთვის მოქმედი პირობებით;
ანაბარზე პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლოს;
უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის განაღდება ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფის მიხედვით;
ანგარიშის გასახსნელად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge