Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

სასარგებლო ანაბარი
გახსენით ანაბარი თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხითა, მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი და ისარგებლეთ თქვენი დანაზოგით ნებისმიერ დროს!
აქცია სასარგებლო ანაბრებზე ლარში ფიზიკური პირებისთვის!
ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი აქციის პირობებში:

GEL

USD

EUR

7.25%

1.60%

0.4%

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:

GEL

USD

EUR

7.51%

1.62%

0.4%


 სასარგებლო ანაბრის პირობები:
  • ანაბარზე თანხის შეტანა და გამოტანა შეუზღუდავია
  • ანგარიშის გახსნა უფასოა;
  • მინიმალური ნაშთი ანაბარზე სარგებლის დარიცხვისთვის უნდა შეადგენდეს 100 ლარს / 100 აშშ დოლარს / 100 ევროს;  

  •  შემდგომი მინიმალური შენატანი ასევე შეუზღუდავია;

  • ანაბარზე შესაძლებელია ოპერაციების განხორციელება დისტანციური ბანკინგით (ინტერნეტბანკინგი, ტელებანკინგი); 
  • ანაბრის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან მიმდინარე კვარტლის ბოლომდე ავტომატური გაგრძელებით, გაგრძელების თარიღისთვის ბანკში ანალოგიური და სტანდარტული პროდუქტისთვის მოქმედი პირობებით.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

თუ ანაბრიდან თვის განმავლობაში თანხის გატანა მოხდა ორჯერ ან მეტჯერ, ანაბრის ხელშეკრულება დარღვეულად ითვლება და მას დაერიცხება წლიური სარგებელი 2%–ლარში; ეფექტური: 2,02% 1,%–აშშ დოლარში, ეფექტური: 1%; 0,30 ევროში, ეფექტური: 0,30%

ანაბრიდან თანხის გადარიცხვის, ან ჩარიცხული თანხის გატანის შემთხვევაში მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის ტარიფები. 

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge


 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.