Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

OFFSET ფუნქცია

ოფსეტი არის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკრედიტო პროდუქტებზე შეამციროს საპროცენტო ხარჯი და რეალურად მიიღოს ბევრად უფრო მაღალი სარგებელი, ვიდრე ნებისმიერი სახის ანაბარზე.

ოფსეტ ფუნქციით შესაძლებელია მაქსიმუმ 80%-ით შემცირდეს პროცენტში გადახდილი თანხა, თუ სესხის ვადის განმავლობაში მუდმივად იქნება ანგარიშზე დადებითი ნაშთი მიმდინარე სესხის ძირის 80%-ის ოდენობით.

მაგალითი: თქვენ გსურთ შეიძინოთ ბინა და გჭირებათ ბაზისბანკისგან იპოთეკური სესხი 80 000 ლარის ოდენობით 10,5%–ში, (ეფექტური 11,33%). ამავდროულად, გაქვთ საშუალება გარკვეული დროით ანგარიშზე განათავსოთ 64 000 ლარი. პროცენტი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 16 000 ლარს დაერიცხება. ყოველთვიურად გადასახდელი ულუფის – 1086 ლარის ნაცვლად თქვენ გადაიხდით მხოლოდ 518 ლარს. OFFSET ფუნქციის საშუალებით თქვენ თვეში საშუალოდ 568 ლარს დაზოგავთ!

მიიღეთ საჩუქრად ბაზისბანკის ვიზა კლასიკი და ვიზა გოლდი!


მომხმარებელი ოფსეტ ფუნქციის გააქტიურებისას, (როგორც ახალი სესხის აღების დროს, ასევე არსებულის გაოფსეტებისას) საჩუქრად იღებს სადებეტო ბარათს, რომელსაც აქვს სტანდარტული ფუნქციები (ბარათის ძირითადი ვალუტა იქნება სესხის ვალუტა). 
ბარათის კლასი განისაზღვრება სესხის თანხის მიხედვით:
50 000$-მდე - ვიზა კლასიკი, ხოლო 50 000$-ის ზევით ვიზა გოლდ ბარათი.
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.