Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

ბლუმბერგის BMatch პლატფორმა

დააკონვერტირეთ თანხა სასურველი კურსით ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე ბაზისბანკის ინტერნეტბანკის დახმარებით
 
შეავსეთ განაცხადი BMatch პლატფორმის საშუალებით კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდით, რომელს ყიდულობთ და რა კურსით გსურთ კონვერტაცია, დაელოდეთ ბროკერს და თანხმობის შემთხვევაში მიიღეთ კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე. 

  ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე კონვერტაციის განაცხადის განსათავსებლად საჭიროა:

•      ანგარიშზე გქონდეთ დასაკონვერტირებელი თანხა (მინ. 100 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 10 000 დოლარიანი ბიჯებით) და პლატფორმაზე განაცხადის განთავსების საკომისიო;
•      აირჩიოთ გარიგების ტიპი: აშშ დოლარის შეძენა ან აშშ დოლარის გაყიდვა;
•      მიუთითოთ, რომელი ანგარიშიდან გსურთ გაყიდოთ და რომელ ანგარიშზე ყიდულობთ ვალუტას;
•      დააფიქსიროთ სასურველი კურსი და გამოაგზანოთ განაცხადი ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე განსათავსებლად.
 
რამდენიმე წუთში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას განაცხადის სტატუსის შესახებ. განაცხადში მითითებული პარამეტრებით BMatch პლატფორმაზე გარიგების შესრულების შემთხვევაში, კონვერტაციის ოპერაცია შესრულდება და თანხა ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე. 

16 ოქტომბრამდე განაცხადის განთავსება უფასოა.
პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიული პირებს.

სერვისის გასააქტიურებლად, ეწვიეთ ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.
სერვისის აქტივაცია უფასოა.
 
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ბაზისბანკის მომსახურებით!


 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.