*იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქცია განხორციელებულია საბარათე ანგარიშის ვალუტ(ებ)ისაგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ მოხდება თანხის საბარათე ანგარიშიდან ჩამოჭრა კონვერტაციის გზით, საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის დღეს ბანკის მიერ დაწესებული კომერციული კურსით, ამასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ შესრულებული ტრანზაქციებისათვის ანგარიშსწორების ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტებში (აშშ დოლარის, ევროსა და ჩინური იუანისგან (უნიონ ფეის შემთხვევაში)) კონვერტაციის კურსი დგინდება შესაბამისი საგადამხდელო სისტემის (“ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) მიერ.
გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჩამოჭრა ხდება კლიენტის მიერ ტრანზაქციის გატარებიდან რამოდენიმე დღის შემდგომ გასათვალისწინებელია, რომ დაბლოკვის დროს არსებული კურსი და საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დღეს არსებული კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ანგარიშებს შორის ვალუტის კონვერტაცია ყოველთვის ხორციელდებ კონკრეტული დროისთვის მოქმედი კომერციული კურსის შესაბამისად.
VISA ვალუტის კურსები
ბანკის კომერციული კურსი